საამქრო „კოდალა”

შპს საშუალო სკოლა “ლამპარის” პირველკლასელები სტუმრად იმყოფებოდნენ ხის საამქრო „კოდალაში“, სადაც ბავშვებმა ძალიან საინტერესო და სახალისო დღე გაატარეს. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ხის დამუშავების ტექნიკების შესახებ, გაეცნენ ნივთების შექმნის პროცესს და თავადაც ჩაერთნენ შემოქმედებით აქტივობაში. ბავშვებმა ხისგან დამზადებული „აი ია“ გააფერადეს და საკუთარი ფანტაზიით განსაკუთრებული ნამუშევრები შექმნეს. აქტივობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია. დღის ბოლოს ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 📸 🔹 ვიზიტის მიზანი: მოსწავლეებში შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარება, ფანტაზიისა და ესთეტიკური გემოვნების გაღრმავება, ხელსაქმის მიმართ ინტერესის გაძლიერება და სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნა. მოცემული აქტივობა განახორციელა თეა გოგოლაძემ. მადლობა თანადგომისთვის კლასის დამრიგებელ თამილა ძოწენიძეს და გახანგრძლივებულის პედაგოგ თაკო ქუჩუკაშვილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *