საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტსა და შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაზე, რომელთა მიზანიც მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული თემატური პროგრამების დანერგვაა.
განისაზღვრა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები:
• ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისათვის შემუშავებული პროექტების განხორციელება;
• თემატური აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების პრაქტიკული უნარების განვითარებას;
• სასწავლო პროცესისა და პროფესიული წრეების მჭიდრო კავშირი.

