1 მაისს, III(2) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სამეცნიერო მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში“. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა საინტერესო ექსპერიმენტს, დააკვირდნენ ფიზიკური მოვლენების მუშაობას პრაქტიკაში და თავადაც მიიღეს მონაწილეობა ინტერაქტიულ აქტივობებში. ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ მეცნიერება შეიძლება იყოს სახალისო, საინტერესო და ამავდროულად ძალიან შემეცნებითი.
ვიზიტის მიზანი იყო მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივება და შემეცნებითი უნარების განვითარება.

