ინგლისური ენის კვირეული

📚 ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში, IX კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე English Day & Shakespeare. მოსწავლეებმა ისაუბრეს ინგლისური ენის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს William Shakespeare-ის შემოქმედებას. მათ წაიკითხეს შექსპირის სონეტები და წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. პრეზენტაციამდე მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური პოსტერი, რითაც ხელი შეუწყეს English Language Day-ის ცნობადობის ამაღლებას. ღონისძიების ბოლოს დამსწრე მოსწავლეებს შესთავაზეს სახალისო Kahoot თამაში, სადაც გამოვლინდა სამი საუკეთესო მსმენელი. როგორც მონაწილე მოსწავლეებს, ასევე აქტიურ მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები. 👏 მადლობა ყველა მონაწილეს ჩართულობისა და საინტერესო დღის შექმნისთვის!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *