სკოლაში მოსწავლეთა შორის ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნების, ყურადღებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება.
ტურნირის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, მონდომება, სპორტული სულისკვეთება და ღირსეული კონკურენცია.
დღეს გაიმართა ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ მედლები და დიპლომები.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და ინტერესისთვის. 🎖️
ვუსურვებთ მათ ახალ გამარჯვებებს, წარმატებებს და კიდევ ბევრ საინტერესო საჭადრაკო პარტიას! ♟️✨



