სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარიამ ჯანგულაშვილის ინიციატივით, მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში.
ვიზიტის მიზანი და მნიშვნელობა: ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტის გააზრება: XX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და იმ ეპოქის მწერალთა/მოღვაწეთა შემოქმედების უკეთ გაგება, რომელთაც ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში უწევდათ მოღვაწეობა; სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება: მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ფასეულობების გააზრება.
ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები, საარქივო დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები. ისმინეს ამომწურავი ინფორმაცია ოკუპაციის პერიოდსა და რეპრესირებულ მოღვაწეთა შესახებ, ხოლო ვიზიტის ბოლოს მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და ეროვნული ღირებულებების გაღრმავებას.










