მე-6 (1) კლასის მოსწავლეები, ქართულის მასწავლებელთან, მარიამ ჯანგულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ჰოლოზეუმში, სადაც დაათვალიერეს ილუზიების მუზეუმი და გაეცნენ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე წარმოდგენილ ვიზუალურ მასალას.
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და საინტერესო გარემოს შექმნა. დაკვირვების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ასევე ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმატში გაცნობა.

