პროექტი: „პატარა გამომგონებლები მდგრადი მომავლისთვის“ – პროექტის ხელმძღვანელი: ნონა მეცხვარიშვილი(მუსიკის პედაგოგი) პროექტის ორგანიზატორი: ნათია კოხოძე. შპს „ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარი“-ს მუსიკის მასწავლებელმა,ნონა მეცხვარიშვილმა, მიიღო მონაწილეობა ნათია კოხოძის მიერ დაგეგმილ პროექტში მონაწილეობა „პატარა გამომგონებლები მდგრადი მომავლისთვის.“ პროექტის მიზანი იყო: ეკოლოგიური პრობლემის გაცნობა მოსწავლეებისათვის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა. თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია ვალდებულებები, პასუხისმგებლობები გარემოს დასაცავად და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები ეწვივნენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, სადაც დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას ‘’’ადამიანი ბუნებისათვის’’, გაეცნენ ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზებს.გაიმდიდრეს თვალსაწიერი და უფრო ადვილი მისახვედრი გახდა, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლის მარტივი გამოსავალია ავირიდოთ გარემოსთვის ზიანის მიყენება, რომ თითოეულ ჩენთაგანს გაგვაჩნია ვალდებულება , როგორც საკუთარი თავის, ასევე მომავალი თაობის წინაშე, დავიცვათ ბუნება და თაობებს ვუანდერძოთ ისეთი სამყარო, სადაც ყველა იპოვის სარგებელს. გაიაზრეს, რომ კაცობრიობა დგას ამ პრობლემის წინაშე. პროექტზე მუშაობამ ბავშვებს განუვითარა კრეატიული და კრიტიკული აზროვნება, ჯგუფურად თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების მეშვეობით მათ გააცნობიერეს, რომ ნარჩენების გადამუშავება არა მხოლოდ ეკოლოგიურად სასარგებლო პროცესია, არამედ შესაძლებლობაა, შექმნან ახალი, სასარგებლო რესურსები. ისწავლეს, რომ თითოეული ადამიანის მცირე ნაბიჯს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებაში. მოსწავლემ გამოავლინა თანამშრომლობის გზით პრობლემების აღმოჩენისა და მათი შემოქმედებითად გადაჭრის უნარი.მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობასა და პოპულარიზაციაში; ყველა მონაწილემ მიიღო პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატი : „პატარა გამომგონებლები მდგრადი მომავლისთვის.”

