ეროვნული ბიბლიოთეკა

მე-6(2) კლასის მოსწავლეები ქართულის მასწავლებელთან, მარიამ ჯანგულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 🎯შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის გაძლიერება, ქართული წიგნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უშუალო გაცნობა და შემოქმედებითი უნარების განვითარება იყო. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური კოლექცია, ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი გამოცემები და ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა. 📒დღის ყველაზე სახალისო და დასამახსოვრებელი ნაწილი კი პრაქტიკული სახელოსნო აღმოჩნდა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს პატარა წიგნაკები და კიდევ უფრო ახლოს იგრძნეს, რამდენ შრომასა და სიყვარულს მოითხოვს თითოეული წიგნის შექმნა.📖📚📘📗📕📔

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *