ახალი შესაძლებლობები „ლამპარის“ მოსწავლეებისთვის!

სკოლა „ლამპარისთვის“ არაფორმალური განათლების განვითარება და მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერესების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სწორედ ამიტომ სკოლა „ლამპარსა“ და ახალ უნივერსიტეტს „ნიუუნი“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სკოლაში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა უცხო ენების შემსწავლელი წრეები.

 ინგლისური ენის, ფრანგული ენის, ესპანური ენის და  თანამედროვე ტექნოლოგიების შემსწავლელი წრეებს.

წრეებს ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტის  პროფესორ მასწავლებლები.

მეცადინეობები „ლამპარის“ მოსწავლეებისთვის სრულიად უფასოა და წრეებში გაერთიანდა ყველა მსურველი.

მეცადინეობები საინტერესო და ინტერაქტიულ გარემოში მიმდინარეობს. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით იძენენ ახალ ცოდნას, გამოცდილებასა და თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის საჭირო უნარებს.

 მადლობას ვუხდით ახალ უნივერსიტეტს — „ნიუუნს“ და მის პროფესორ-მასწავლებლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ჩვენი მოსწავლეების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *