3 აპრილს, II(1) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილთან და გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგ თეა ჯალაღონიასთან ერთად, იმყოფებოდნენ სააღდგომო მასტერკლასზე კრაფტ სახელოსნო „ცეში“. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სააღდგომო თემატიკის დეკუპაჟის ნამუშევრები. აქტივობის მიზანი იყო: ?მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება. ✨️ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. ? ხელოვნებისა და ხელსაქმისადმი ინტერესის გაღრმავება. ? გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება. ??? სააღდგომო ტრადიციების გაცნობა და მათდამი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მასტერკლასი საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში და დიდი მონდომებით შექმნეს ინდივიდუალური ნამუშევრები. ❤️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *