3 აპრილს, II(1) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილთან და გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგ თეა ჯალაღონიასთან ერთად, იმყოფებოდნენ სააღდგომო მასტერკლასზე კრაფტ სახელოსნო „ცეში“. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სააღდგომო თემატიკის დეკუპაჟის ნამუშევრები. აქტივობის მიზანი იყო:
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.
ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება.
ხელოვნებისა და ხელსაქმისადმი ინტერესის გაღრმავება.
გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება. ![]()
![]()
სააღდგომო ტრადიციების გაცნობა და მათდამი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მასტერკლასი საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში და დიდი მონდომებით შექმნეს ინდივიდუალური ნამუშევრები. ![]()

