მეორე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ „შუაგულს“, სადაც საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ბავშვები ჩაერთნენ მასტერკლასებში, საკუთარი ხელით დარგეს მცენარეები და გამოაცხეს უგემრიელესი ორცხობილები. სტუმრობის ფარგლებში მოსწავლეებმა ცხოველებიც გამოკვებეს, რამაც მათ ბუნებისა და ცოცხალი სამყაროსადმი მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა უკეთ გააცნო.
ვიზიტის მიზანი: პრაქტიკული უნარების განვითარება, ბუნებასთან დაახლოება, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, შრომისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება და ცხოველებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების განვითარება. დღემ ბავშვებს უამრავი დადებითი ემოცია, ახალი გამოცდილება და სასიამოვნო მოგონებები აჩუქა. ![]()
![]()
![]()
![]()

