27 აპილს სკოლა “ლამპარს” ესტუმრა “ფინედუს” წარმომადგენელი და მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგ გაკვეთილი ფინანსური განათლების შესახებ.
FinEdu – ეს არის პირველი ქართული საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმა, რომელიც სრულად ფინანსურ განათლებას ეძღვნება.
ფინანსური განათლება ეს არის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანს ეხმარება, სწორად შეაფასოს გარემო, მის წინაშე არსებული რისკები და შესაძლებლობები, მიიღოს გონივრული, გააზრებული, პასუხისმგებლობასა და შესაბამის ინფორმაციაზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ფინანსური განათლება ადამიანს საკუთარი უფლებების უკეთ დაცვასა და პირადი თუ ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება.

