დიდი საქმეები იწყება „ფესვებიდან“

დიდი საქმეები იწყება „ფესვებიდან“

 

ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეები გიორგი და ნიკოლოზ გვარიძიშვილები დღეს კომაროვის სკოლის უფროსკლასელები არიან და თავის თანაკლასელ გიორგი ვადაჭკორიასთან ერთად ორგანიზება გაუკეთეს კომაროვის სკოლის მოხალისეთა გუნდს, რომელიც სხვა სკოლის მოსწავლეებს ეხმარებიან მათემატიკის უკეთ  შესწავლაში.

მათ დააფუძნეს საგანმანათლებლო ორგანიზაცია   „ფესვები“, რომლის  მიზანია მათემატიკური  და ლოგიკური უნარებით და ნიჭით დაჯილდოებული  ბავშვების გამოვლენა, მათთან დამატებითი მუშაობა, ოლიმპიადების და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. ცხადია, პირველ რიგში ორგანიზატორებმა თავის ყოფილს სკოლებს მიაშურეს და მეექვსე კლასელებისთვის დამატებითი  მათემატიკის გაკვეთილების ჩატრება გადაწყვიტეს.

პირველი  წარმატებული პროექტი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურთან“  პარტნიორობა და თანამშრომლობაა. „ფესვების“ ინიციატივით მათ ჩატარეს   ტესტირება მათემატიკაში  ორი სკოლის მოსწავლეებს შორის.  ჩვენი სკოლისთვის საამაყოა რომ, გამოვლენილი გამარჯვებული სამი მოსწავლიდან, 2  ლამპარის მეექვსე კლასელი მარიამ ბოჭორიშვილი და ანასტასია გვარიძიშვილი არიან. სამივე გამარჯვებულ მოსწავლეს ყოფილი „მზიურელის“ მხარდაჭერით „მზიურში“ ერთწლიანი ლოგიკის სასწავლო კურსის გასავლელად  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს 500, 300 და 200 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. 

კერძო სკოლა „ლამპარის“ ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები მადლობას  ვუხდით  „ფესვების“დამფუძნებლებს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებისა და განხორციელებისათვის. საამაყოა, რომ სწორედ ჩვენი სკოლის  დაწყებითი საფეხურის კურსდამთავრებულებმა ჩაუყარეს საფუძველი ასეთ მნიშვნელოვან მოხალისეობრივ პროექტს, რომელიც მოსწავლეებში ლოგიკურ აზროვნებას და მათემატიკური უნარების განვითარებას  შეუწყობს ხელს. „ფესვებს“ ვუსურვებთ  წინსვლას და წარმატებას თავის  საქმიანობაში!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *