ეროვნული ბიბლიოთეკა

ქ. „თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ VI(1) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მარიამ ჯანგულაშვილთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. ?მოსწავლეებმა მოინახულეს სამკითხველო დარბაზები. იხილეს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთები: „ივერია“, „დროება“, ვეფხისტყაოსნის კოლექცია, ქართულად ნაბეჭდი პირველი წიგნი. ასევე ნახეს სახარების ქართულენოვანი ხელნაწერები. ✅ ექსკურსიის მიზანი იყო საგნისადმი მოტივაციის ამაღლება, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მოსწავლეთა შეხვედრა არაფორმალურ გარემოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *