Horace, Cristmas helper

სკოლა ლამპარის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა წლის დასასრულს ინგლისური სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. პედაგოგმა მერი სურმანიძემ დადგა სპექტაკლი Horace, Cristmas helper. მოსწავლეებმა განივითარეს შემოქმედებითი და სასცენო უნარები, მათ მოირგეს სხვადასხვა როლები და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.

The mystery of diamond ring

2021 წლის დასასრულს მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი The mystery of diamond ring. ბავშვებმა შესანიშნავად მოირგეს როლები და საოცარი სამსახიობო უნარები წარმოაჩინეს. სპექტაკლის დასასრულს მათ მაყურებელს აჩუქეს თავიანთი დადგმული ცეკვა. ქორეოგრაფი ამავე კლასის მოსწავლე დეა სვანიძую

“საახალწლო, საშობაო ტრადიციები იტალიასა და საქართველოში.”

შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარში” იტალიური ენის პედაგოგების ნანა ზარდიაშვილისა და მარიამ გვასალიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება თემაზე “საახალწლო, საშობაო ტრადიციები იტალიასა და საქართველოში.” ღონისძიებაში ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა; მათ ისაუბრეს იტალიურ და ქართულ ტრადიციებს სრულად ნახვა

გარემოს დავცა

სკოლა “ლამპარის”მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო პროექტში”გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება”. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში სკოლის 8-11 კლ მოსწავლეებმა, პედაგოგ ინგა ბიძიშვილთან და ქეთევან სარალიძესთან ერთად, განახორციელეს კიდევ ერთი აქტივობა,სახელწოდებით “გარემოს დაცვა,ჩვენი მოვალეობაა” ამ პროექტის ფარგლებში,მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ სრულად ნახვა

როლური თამაშები იტალიურ ენაში

დღეს ძალიან, ძალიან საინტერესო გასვლითი ღონისძიება მქონდა სკოლა ლამპარი / School Lampari-ს მესამე მეორე კლასის უმაგრეს ბავშვებთან ერთად. ჯერ პიცერიაში ვიყავით, უკვე ნაცადი როლური თამაშის, იტალიური ენის პრაქტიკაში გამოყენებისა და გემრიელი პიცის საჭმელად. მერე ბოტანიკურ ბაღში წავედით და იტალიის საელჩოს სრულად ნახვა

“ზარმაცი პრინცესა”

სკოლა “ლამპარის” 3 კლასის მოსწავლეებმა წლის დასარული ინგლისური სპექტაკლით აღნიშნეს. პედაგოგმა ელზა თურმანიძემ დადგა სპექტაკლი “ზარმაცი პრინცესა”. მოსწავეებმა თამამად მოირგეს მეფის, დედოფლისა თუ ელფის როლი, თამამად წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და ძალიან ლამაზი დღე აჩუქეს მაყურებლებს. ჩვენ სკოლაში ხშირად ტარდებოდა სპექტაკლები სრულად ნახვა

იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული

იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში სკოლა “ლამპარში” ჩატარდა არაერთი ღონისძიება. კვირეულის განმავლობაში, რომელიც წელს დიდ იტალიელ პოეტს ეძღვნებოდა, სკოლის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მიიღეს მონაწილეობა ისეთ ინტერაქტიურ შემეცნებით აქტივობებში, როგორიცაა: “ბუმბერაზების შეხვედრა” (წარმოსახვითი დიალოგი დანტე ალიგიერისა და დიდ სრულად ნახვა

ექსკურსია კახეთში

     VI (1) კლასის მოსწავლეებმა 14 ნოემბერს მოინახულეს კახეთი და ესტუმრნენ იყალთოს აკადემიას, შუამთის მონასტერს და ალავერდის მონასტერს.      მათ შეასრულეს კომპლექსური დავალება კახეთის რეგიონზე ისტორიაში. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ ისტორიული ადგილების მონახულება და უკეთ გაცნობა.    

“ნუ დაანაგვიანებ”

სკოლა “ლამპარის” 7(1) კლასი 23.10.2021-ში ვიყავით საგურამოში და დავათვალიერეთ მისი მიმდებარე ტერიტორია. ბავშვები წინასწარ მომზადებულები იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით, ვიცოდით, რომ აღნიშნულ ტერიტორიას არ ექცევა დიდი ყურადღება ბუნების დაცვის თვალსაზრისით და გადავწყვიტეთ მცირე უბნის დასუფთავება. ბავშვებს ჰქონდათ ნაგვის პარკები, ხელთათმანები, პირბადეები სრულად ნახვა

ეთნოგრაფიული მუზეუმი

შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” მე-3 (2) კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ თათია ბაღაშვილთან და კლასის დამრიგებელთან ლელა კუპრეიშვილთან ერთად მოინახულეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება ეთნოგრაფიული მუზეუმი. ბავშვებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაგებობები. ისინი ეზიარნენ საქართველოს მრავალფეროვან ეთნოკულტურას.