ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

1-ელ მარტს ,,საშუალო სკოლა ლამპარის” IX, X კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გენიალური პოეტის ბიოგრაფია და შემოქმედება, მოისმინეს მისი ლექსები და ჩაერთნენ მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში. სრულად ნახვა

ექსპერიმენტორიუმი

22 იანვარს VII(1) და VII(2)კლასები,დამრიგებლებთან, თეონა გიორგაძესთან და ნინო გოგოხიასთან ერთად იმყოფებოდნენ ექსპერიმენტორიუმში. მოსწავლეებმა იხილეს ფიზიკის კანონებზე დამყარებული ექსპონატები და მიიღეს მონაწილეობა ექსპერიმენტების ჩატარებაში. ვიზიტის მიზანი იყო,განვლილი მასალის პრაქტიკულად აღქმა და საგნისადმი მოტივაციის ამაღლება.  

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

,,შ.პ.ს ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ 6 (1) კლასი, დამრიგებელთან – სოფო შაორშაძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია. კლასმა შეისწავლა ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,ჩემი უბნის სამკითხველო“. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ერთად გაგვიჩნდა სურვილი გვენახა საქართველოს უმდიდრესი მატერიალური საგანძური. მოვინახულეთ სრულად ნახვა

ოლიმპიადა ევერესტის შემოდგომის ოქროს ტური

N სახელი, გვარი კლასი დიპლომის ტიპი   მასწავლებელი 1 გეგეშიძე ბარბარე 3 ოქრო ბერიძე ქეთევანი 2 ქობელაშვილი ნიკოლოზი 3 ოქრო ბერიძე ქეთევანი 3 ტატიაშვილი ლაზარე 3 ვერცხლი ბერიძე ქეთევანი 4 ბარბაქაძე ელენე 3 ვერცხლი ბერიძე ქეთევანი 5 გვარიძიშვილი ანასტასია 3 სრულად ნახვა

2023-2024 სასწავლო წელი

შპს „ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2023-2024 სასწავლო წლისთვის. რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ? ! სკოლის საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებული ჰარმონიული ურთიერთობებია, რაც მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესს სასიამოვნოს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის. ! სკოლა სრულად ნახვა

“ფინედუ”

მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით ,,ფინედუ” ეწვია სკოლა ლამპარის Vკლასს .მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის დესპანმა ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სასიამოვნო და ემოციური შეხვედრა დასრულდა საჩუქრებით დესპანი მოწვეული იქნა 5(1), 5(2) კლასების დამრიგებლის თათია მარტინენკოს მიერ.  

იაკობ გოგოებაშვილი

შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” მეხუთე მეორე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ- მუზეუმს. მანამდე შეისწავლეს მისი ბიოგრაფია, გაეცნენ მის შემოქმედებას. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს დამატებითი ინფორმაცია გოგებაშვილზე, დაათვალიერეს მისი სამყოფელი. ნახეს იაკობის მიერ დაარსებული სკოლა. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები სრულად ნახვა

ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი

    სკოლა ,,ლამპარის“ 72 კლასი იმყოფებოდა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ბავშვებმა მოინახულეს მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის უდიდესი პიროვნების – ილია ჭავჭავაძის საცხოვრებელი გარემო.  ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით. სახლი, სრულად ნახვა

წიგნის კლუბი

2022-2023 სასწავლო წლის ფარგლებში სკოლა ,,ლამპარში“ წიგნის კლუბის პირველი შეხვედრა შედგა. კლუბის ხელმძღვანელებსა და წევრებს ძალიან გვიხარია, რომ შემოგვემატნენ უმცროსკლასელი მკითხველები, ძალიან ჭკვიანი და მონდომებული ბავშვები. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ზაფხულის მანძილზე წაკითხული წიგნების შთაბეჭდილებები. მათ განიხილეს სხვადასწხვა ჟანრის ლიტერატურა: სრულად ნახვა

ასოციაცია “ანიკა”

#მევარადამიანი #შენხარადამიანი #ჩვენადამიანებივართ სკოლა ,,ლამპარის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, VIII (1 ) კლასის დამრიგებლის – სოფო შაორშაძის ინიციატივით, 7 ოქტომბერს კლასი ასოციაცია ,,ანიკას“ ესტუმრა. კლასის მოსწავლეების აქტიურობამ და დადებითმა ენერგიამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით გვეყიდა ბავშვებისთვის სიმბოლური საჩუქრები. სრულად ნახვა