ოთარ ჭილაძის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია “აველუმის” მიწვევით 2025 წლის 25 ოქტომბერს მწერალთა სახლში ჩატარდა ლექცია-დისკუსია თემაზე, ოთარ ჭილაძე-“ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”-“ცალხელა კაცის ამბავი.” შეხვედრას დაესწრო სკოლა “ლამპარის” მე-10 კლასის მოსწავლეები და ქართულის პედაგოგი ირმა რობაქიძე. შეხვედრამ საინტერესო და შთამბეჭდავ შემეცნებით გარემოში ჩაიარა.

