![]()
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სკოლა ,,ლამპარში” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა. მოსწავლეები მათთვის საყვარელი წიგნებიდან ხმამაღლა კითხულობდნენ ამონარიდებს. მსჯელობდნენ წაკითხზულზე და აზრებს უზიარებდნენ ერთმანეთს. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული სხვადასხვა მხატვრული ტექსტი. ამგვარი შეხვედრების მიზანია, მოსწავლეებში გავზარდოთ ცოდნის მიღების სურვილი, მხატვრული ლიტერატურის სიყვარული.

