შიომღვიმის მონასტერი

შპს ქ. თბილისის საშუალო სკოლა “ ლამპარის” 3(2) კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ შიომღვიმის მონასტერს, რომელიც, დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ. მოცემული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ძეგლებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივებას, მათ არაფორმალურ გარემოში დაახლოებას და ცნობიერების ამაღლებას. მოცემული აქტივობა განახორციელა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თეა გოგოლაძემ . დიდი მადლობა თანადგომისთვის მოცემული კლასის დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილსა და გახანგრძლივებულის პედაგოგ სოფო დავლაძეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *