8 აპრილს სკოლა “ლამპარში” გაიმართაა მოსწავლეთა მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები — სამკაულები, ტკბილეული, ნახატები და სხვა საინტერესო ნივთები.
ღონისძიების მიზანი იყო შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა და თანადგომა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.
მადლობას ვუხდით სკოლა ლამპარის პედაგოგს ელზა თურმანიძეს და სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისთვის.

