11 დეკემბერს III(2) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილთან ერთად ეწვივნენ კრაფტსახელოსნო Tseshi “ცეში”-ს და მონაწილეობა მიიღეს საახალწლო შემოქმედებით მასტერკლასში. ![]()
![]()
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება, გუნდური თანამშრომლობის წახალისება და კრეატიული უნარების განვითარება, თბილ და არაფორმალურ გარემოში. ვორქშოპის ფარგლებში ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სხვადასხვა ფორმის ლამაზი სანთლები – ნაძვის ხე, ანგელოზი, ყვავილი და სხვა საახალწლო თემატიკის აქსესუარები. მოსწავლეები შთამბეჭდავი ემოციებით დაბრუნდნენ. ![]()

