კონფერენცია ,,ვეფხისტყაოსნის” თემატიკასთან დაკავშირებით

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარიამ ბურჭულაძის ინიციატივით სკოლა ,,ლამპარში” ჩატარდა კონფერენცია ,,ვეფხისტყაოსნის” თემატიკასთან დაკავშირებით. მე-11 კლასის მოსწავლეებმა : ლიზი ბახუაშვილმა, კესო გურეშიძემ, თეკლა ბერიანიძემ, ელენე შერაზადიშვილმა და გიორგი მოდებაძემ აუდიტორიას საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები გააცნეს ტექსტში წამოჭრილი იდეების ირგვლივ. მოსწავლეები მსჯელობდნენ ნაწარმოების შექმნის მოტივზე, ავტორის ვინაობაზე, ეპოქაზე, მიჯნურობაზე, ქალის როლზე, ,,ავთანდილის ანდერძზე” , სიკეთისა და ბოროტების ჭიდილსა და პოეზიაზე და ამ ყველაფრის აქტუალურობაზე 21-ე საუკუნეში. მათი ნააზრევი დაცლილი იყო სტერეოტიპებისა და შაბლონურობისაგან. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დასასრულს გაიმართა მინიდისკუსია, რომელშიც კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ამგვარი შეხვედრების მიზანს, გავცვალეთ მოსაზრებები და კვლავ გავიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსანი”, რომელზე საუბარიც ყოველთვის დროული და სასიამოვნოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *