ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი

4(1) კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმს ესტუმრნენ , რომელიც 1961 წელს დაარსდა გიორგი ლეონიძის მიერ. ილიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა ცოლმა ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცვა, სადაც ჯერ დაწყებითმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახდა. 2018 წლის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. მანამდე მოსწავლეებმა შეისწავლეს ილია ჭავჭავაძის მისი ბიოგრაფია. მოცემული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და არაფორმალურ გარემოში მათი დაახლოება. მოცემული აქტივობა განახორციელა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა თეა გოგოლაძემ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *