იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საღამო

📚ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარიამ ბურჭულაძის ორგანიზებით სკოლა ,,ლამპარში” ჩატარდა დიდი ქართველი მწერლისა და პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საღამო.
III (3) კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს მოთხრობების ნაწყვეტები, წარმოადგინეს პატარა თეატრალიზებული სცენები და იმღერეს სიმღერები, რომლებიც ქართულ ენასა და ზოგადად, ცოდნის სიყვარულზეა.
ბავშვები საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა, წიგნი და მშობლიური ენის პატივისცემა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები.☺️❤️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *