თბილისის ციფრულ სივრცე

6 თებერვალს II(1) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილთან და გახანგრძლივებული სწავლების პედაგოგ თეა ჯალაღონიასთან ერთად, ეწვივნენ თბილისის ციფრულ სივრცეს. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში, დაათვალიერეს ინტერაქტიული გამოფენები, უყურეს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს „ხმელი წიფელი“ და გაეცნენ ინოვაციურ პროგრამას „წყალქვეშა სამყარო“. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეების დაახლოება თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მათი ციფრული თვალსაწიერის გაფართოება და შემეცნებითი ინტერესების გაღრმავება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *