მე-5 (2) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, მარიამ ჯანგულაშვილთან ერთად ესტუმრნენ ციფრულ მუზეუმს, სადაც გაეცნენ საქართველოს მეფეების შესახებ საინტერესო და შემეცნებით ვიდეომასალას. ვიზიტის ფარგლებში მათ ასევე მოისმინეს ნასწავლი მასალიდან წარმოდგენილი ლექსები, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა მათი ცოდნა და ინტერესი ისტორიის მიმართ. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ემოციით ადევნებდნენ თვალს წარმოდგენილ მასალას — მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მეფეთა ისტორიები და ვიზუალური ეფექტებით გაცოცხლებული ეპიზოდები. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთა ისტორიული ცნობიერების ამაღლება, ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობა და არაფორმალურ გარემოში სწავლის პროცესის გამრავალფეროვნება.

