
2025 წლის 19 ოქტომბერს მეექვსე “ა” კლასი, საგნის “ჩვენი საქართველოს” პედაგოგის, მიხეილ ლეჟავას ინიციატივით, კახეთს, კერძოდ ქალაქ თელავს ეწვია. მოსწავლეებმა მოინახულეს ბატონის ციხე, მუზეუმი და მრავალასწლოვანი ჭადრის ხე, რომელიც ქალაქის მშვენებაა. ასევე დაათვალიერეს და მოილოცეს ძველი შუამთისა და ახალი შუამთის ტაძრები. ექსკურსია აღნიშნული საგნის ფარგლებში, კახეთის კუთხის სრულად ათვისების შემდეგ მოეწყო.