ექსკურსია კახეთში

25 სექტემბერს სკოლა “ ლამპარის” მე-5 (2) კლასი დამრიგებელთან, მარიამ ჯანგულაშვილთან ერთად ეწვივნენ საგარეჯოს რაიონს. ✅ ექსკურსიის მთავარი მიზანი იყო, ბავშვებს საკუთარი თვალით ენახათ და თავადვე მიეღოთ მონაწილეობა ქართულ ტრადიციებში. მათ მონაწილეობა მიიღეს რთველში. 🍇 დაკრიფეს და დაწურეს ყურძენი, ამოავლეს ჩურჩხელები. მოსწავლეებს განუვითარდათ გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და შრომის პრაქტიკული უნარები. ✅ გადაეცათ სერტიფიკატები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *