ეროვნული ბიბლიოთეკა

ქ. „თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ VI(1) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მარიამ ჯანგულაშვილთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. 📚მოსწავლეებმა მოინახულეს სამკითხველო დარბაზები. იხილეს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთები: „ივერია“, „დროება“, ვეფხისტყაოსნის კოლექცია, ქართულად ნაბეჭდი პირველი წიგნი. ასევე ნახეს სახარების ქართულენოვანი ხელნაწერები. ✅ ექსკურსიის მიზანი იყო საგნისადმი მოტივაციის ამაღლება, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მოსწავლეთა შეხვედრა არაფორმალურ გარემოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *