
ქ. ,,თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” VI (2) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან,თეონა გიორგაძესთან და კლასის დამრიგებელთან,ეკა ჯიმშიაშვილთან ერთად ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. კლასმა შეისწავლა ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,ჩემი სოფლის სამკითხველო“. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, გაგვიჩნდა სურვილი გვენახა საქართველოს უმდიდრესი მატერიალური საგანძური. მოსწავლეებმა მოინახულეს სამკითხველო დარბაზები. იხილეს,ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთი ,,ივერია“, ვეფხისტყაოსანი მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით, ქართულად ნაბეჭდი პირველი წიგნი. ასევე ნახეს სახარების ქართულენოვანი ხელნაწერები. ექსკურსიის მიზანი იყო საგნისადმი მოტივაციის ამაღლება და მოსწავლეთა შეხვედრა არაფორმალურ გარემოში.