18 ნოემბერს, სკოლა ”ლამპარის” მუსიკის მასწავლებელმა, ნონა მეცხვარიშვილმა 2(1) კლასის მოსწავლეები წაიყვანა ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერის და პედაგოგის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში; ექსკურსიის მიზანი იყო: ინფორმაციის მიღება მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე; .მუზეუმის დათვალიერების შემდეგ , მოსწავლეები ჩაერთვნენ წინასწარ დაგეგმილი შემეცნებით საგანმანათლებო აქტივობაში: ”ბალეტში გაცოცხლებული ზაპარი”; მრავალფეროვანი ფოტო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს უძველესი საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორია, მაკნატუნას თავგადასავალი და თავად გახდნენ ზღაპრის ავტორები;

