შპს საშუალო სკოლა “ ლამპარის” 4(1) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ავტომუზეუმში. იქ დეტალურად შეიტყვეს ამ ავტომობილების ინჟინერიის, აეროდინამიკის, ძრავისა და თავად ავტომობილის დანიშნულების შესახებ. დღეს მუზეუმის კოლექციაში ორი უიშვიათესი ექსპონატია: ГАЗ-М1 და პიკაპი ГАЗ-4. მსოფლიოში ასეთი ავტომობილი სულ ხუთია შემორჩენილი. მუზეუმის კოლექციაში ყველაზე პოპულარული კი „პობედა-ფაეტონია“ – ГАЗ М20 „Победа“, რომელიც 1947-53 წლებში გამოდიოდა. უცხოური მოდელებიდან მუზეუმში წარმოდგენილია 1928 წლის „ფორდ-ა“ (Ford-A) და 1937-1940 წლების მოტოციკლი BMW R35; მოცემული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და არაფორმალურ გარემოში მათი დაახლოება.

