,,საშუალო სკოლა ლამპარის” მე-5 (1) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად ეწვივნენ ,,თბილისის ციფრულ სივრცეს”. მოსწავლეებმა იხილეს პროგრამა ,,წყალქვეშა სამყარო” და მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ბაზალეთის ტბა”. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოსწავლეთა ტექნოლოგიურ სამყაროსთან დაახლოებასა და,ამ მხრივ, თვალსაწიერის გაფართოებას.