სტუმრად ლიტერატურულ მუზეუმში

გასულ კვირას V3 -კლასელები ლიტერატურულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც „აკაკის დღეები“ მიმდინარეობს. ბავშვებს გაუმართლათ, რადგან ახლა სწორედ აკაკის „ჩემს თავგადასავალს“ სწავლობენ და გიდის მიერ დასმულ თითქმის ყველა შეკითხვას სხაპასხუპით უპასუხეს. სტენდისა და აკაკის პირადი ნივთების დათვალიერების შემდეგ, მათთვის მინიატურული ლექსების კრებულის ასაკინძად და გასაფერადებლად დიდი და მხიარული მაგიდა დახვდათ. შემოუსხდნენ და საქმესაც შეუდგნენ. რამდენიმე წუთს სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ქაღალდის შარიშური და ფანქრის ქაქანი არღვევდა. მალე მინიატურული კრებულებიც მომზადდა. მხიარული დღე ფოტოებითა და ტკბილეულით დაასრულეს.




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *