ქ. თბილისის საშუალო სკოლა “ლამპარის” 3 (2) კლასის მოსწავლეები ქართულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეა გოგოლაძესთან, დამრიგებელ ჟუჟო ბანეთიშვილთან და გახანგრძლივებულის პედაგოგ ია ფხალაძესთან ერთად ეწვივნენ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციას ქართული კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასზე. მასტერკლასს უძღვებოდა კალიგრაფი დავით მოისწრაფიშვილი. ბატონ დავითთან ერთად მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიული ბარათები. მოცემული აქტივობის მიზანი იყო კალიგრაფიის ხელოვნების გაცნობა და ნამუშევრების კალოგრაფიულად შესრულების პოპულარიზაცია მოსწავლეებში.