შემუშავებულია პედაგოგების და მოსწავლეთა მონაწილეობით

განხილულია და დამტკიცებულია პედსაბჭოზე

პედსაბჭოს თავჯდომარე: ი.ჯღარკავა

 სკოლის დირექტორი: ლ.გარდაფხაძე

 შ.პ.ს

ქ. თბილისის საშუალო სკოლა "ლამპარის"

 მისისა

  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ზოგადი განათლების მიცემა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რათა მოსწავლეებს შუქმნას საფუძველი მომდევნო საერთაშორისო სტანდარის მქონე პროფესიული განათლების მისაღებად
  •  განავითაროს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და მსჯელობის უნარი, იზრუნოს მათ წიგნიერებაზე, დაწყებით საფეხურზე კითხვის უნარების განვითარებაზე, კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე, აკონტროლოს მიღწევების დონე და შეეცადოს დაუახლოვოს იგი საერთაშორისო სტანდარტს.
  • გააანალიზოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და რეფორმის კვალდაკვალ სწავლისა და სწავლების პროცესის სრულყოფის მიზნით, განაახლოს სასაწავლო სტრატეგიები. მუდმივად იზრუნოს გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის.
  •  უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური და სერთიფიცირებული კადრების შერჩევა და მათი მუდმივი განვითარების ხელშეწყობა
  • დაეხმაროს მოსწავლეებს ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზის, მსჯელობის უნარის და კრიტიკული აზროვების განვითარებაში. ჩართოს ისინი სხავდასხვა სახის პროექტებში, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში.
  • · საგანმანათლებლო პროცესის სწორად წარმართვისათვის, უზრუნველყოს სკოლა შესაბამისი მატერიალური ბაზით, შექმნას მოსწავლეთა და მასწვლებელთათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო.
  •  შექმნას სათანადო პირობები მოსწავლეთა გონებრივი ფიზიკური და სულიერი მიდრეკილებების და უნარ_ჩვევების გამოსავლენად და გასავითარებლად
  •  აღზარდოს ჟანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, მქონე, მოქალაქე იზრუნოს მოსწავლეების პიროვნების მორალურ და ესთეტიკურ განვითარებაზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ, ეკოლოგიურ ცნობიერებაზე.
  •  მუდმივად გასწიოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია