ელექტრონული ჟურნალი s

      ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო

სკოლა "ლამპარში" სიახლეა                                                                                                   დაინერგა ახალი, თანამედროვე და პრაქტიკული ელექტრონული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლის პროცესის განვითარებას და წინსვლას. 

პროგრამა გათვლილია როგორც მასწავლებლებზე ასევე მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე, რომელთაც მიეცემათ საშუალება თვალყური ადევნონ მასწავლებლის მიერ შევსებულ ელექტრონულ ჟურნალს, რომელშიც აღრიცხული იქნება მათი შვილის როგორც აკადემიური მოსწრება(ქულები),
აგრეთვე აკადემიური დასწრება (გაცდენა-დასწრება).

 

ვრცლად ...

ყურადღება!

                                             ყურადღება!
ამა წლის დეკემბერში სკოლაში დაიწყო კათედრების კვირეულები, რაც გულისხმობს ამა თუ იმ კათედრაში შემავალი პედაგოგების მიერ საგნობრივი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების,
ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებას. კათედრების ხელმძღვანელებმა შეადგინეს გრაფიკი, რომელსაც გაეცნო სკოლი ყველა პედაგოგი და მშობელი,რათა მათ ჰქონდეთ საშუალება დაესწრონ აღნიშნულ ღონისძიებებს.

 

ვრცლად ...

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს,იმედია მოგენატრათ თქვენი მასწავლებელები, მეგობრები და კლასელები. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი თითოეული ჩვენთაგანისთვის. გისურვებთ ბეჯითად სწავლასა და მონდომებას.

მასწავლებლებო,გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას თქვენ უკეთილშობილეს მოღვაწეობაში, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი მომავლის - ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მამულის ღირსეულ შვილებად აღზრდისათვის.                                                   

პატივისცემით სკოლის დირექცია!

 

ვრცლად...