მუხრან მაჭავარიანისადმი მიძღვნილი საღამო

      4   აპრილს, ოთხშაბათს, კერძო სკოლა „ ლამპარში“ VI კლასის მოსწავლეებმა, მუხრან მაჭავარიანისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს. ამაღელვებელი იყო მათ მიერ წაკითხული პწკარი და სტრიქონი პოეტური მარგალიტებისა. საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ფილოლოგი ია ჯღარკავა. აღნიშნულმა საღამომ დირექციის, მშობლებისა და სხვა მოწვეული სტუმრების მოწონება დაიმსახურა.