ინტელექტუალური კონკურსი „რა? სად? როდის ?"

   აპრილის პირველ კვირაში გამართული შიდა შესარჩევი კონკურსი „ რა? სად? როდის?“ „ლამპარში“ ნამდვილ ზეიმად იქცა. 4-5 კლასელთა გონებრივმა შესაძლებლობამ ყველას ჟრუანტელი მოჰგვარა. 6-7 ; 8-9 ; კლასელთა წინსვლა არავის გაჰკვირვებია. ყველაზე დაძაბული მომენტი 10 – 11 კლასების მოსწავლეების შეჯიბრებამ შექმნა. სასწორივით ირხეოდა ვექტორი. თითოეულ გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი. მაყურებლები  - მშობლები , მოსწავლეები, მასწავლებლები, მოწვეული სტუმარი „ პატარა ინტელექტუალის“ ავტორი ვიოლეტა კვირიკაშვილი, აღტაცებას ვერ მალავდნენ, თავი ელიტარულ ინტელექტუალებში ეგონათ. თამაშის წინ თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იყო სპეციალური ლიტერატურით. შეკითხვებს გუნდისათვის ფილოლოგი ია ჯღარკავა სვავდა, ჟურის წევრები მათემატიკოსები : ლია ცნობილაძე და ქეთევან ბერიძე გახლდენ. თითოეულ გუნდს თითო მასწავლებელი  ჰყავდა მეთვალყურედ. ერთი სიტყვით „ლამპარის“ მოსწავლეთა გონებამახვილობა ამ კონკურსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „ლამპარის“ დირექციამ გამარჟვებული გუნდები უფასო ექვსკურსიითა და სიგელებით დააჯილდოვა.