2013 წლის 26 აპრილს სკოლა „ლამპარში“ ჩატარდა აფხაზეთისადმი მიძღვნილი მხატვრულ-ლიტერატურული საღამო.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ფილოლოგი ნინო ჯალაღონია.


ღმერთმა ინებოს, ჯვარცმული მაცხოვარი ყოველი ქართველის გულში აღსდგეს და გათითოკაცებული ერი უფლის მიერი სიყვარულით გამთლიანდეს!ჩვენ გვჯერა, რომ ბუდემოშლილი ქართველები კვლავ დავუბრუნდებით მშობლიურ კერას, კვლავ ავაღორძინებთ ქართულ გენს აფხაზეთში, რადგან იგი ჩვენი სამშობლოა. სამშობლო კი უფალივით ერთადერთია. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და მივესალმებით აფხაზეთს უკვდავი გალაკტიონის სიტყვებით : „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“ აფხაზეთის თემა არასდროს დამთავრდება. მიწა, რომელიც ქართულია, კოლხურია, საქართველოს სხეულის ნაწილია. სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეებმა ერთხელ კიდევ დაგვარწმუნეს რომ „საქართველოს გადაშენება არ უწერია.