ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სკოლაში შესაძლებელიაჩატარდესშემდეგიტიპისგამოცდები:

  • სემესტრული გამოცდა;
  • წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
  • საშემოდგომო გამოცდა;
  • ექსტერნატისფორმითდაძლევისგამოცდა;
  • სკოლის გამოსაშვები გამოცდა.

10.1 სემესტრულიგამოცდა

სემესტრული გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ნიშნის გაუმჯობესება სურს. როდესაც მოსწავლე თვლის, რომ უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.

მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექციას. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. ასეთი მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდისნიშანიემატებასემესტრულნიშანსდაჯამიიყოფაორზე.

სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში. 

10.2  წლიური გამოცდა

1. სკოლის გადაწყვეტილებით, წლიური   გამოცდა ტარდება ყოველწლიურად.  საგნები, სადაც წლიური გამოცდა ტარდება, მოცემულიასასკოლო სასწავლო გეგმაში, რომელიც ყოველწლიურად მტკიდება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე  სასწავლო წლის დასაწყისში.

2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურქულაზე, საგნის წლიური ქულისგამოთვლისასწლიურიგამოცდისქულაემატებასაგნის სემესტრულქულებსდაჯამიიყოფასამზე.

3. წლიური გამოცდა ინიშნება სასწავლო პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში. სკოლის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება გამოცდის ჩატარების განრიგი არაუგვიანეს ორი კვირით ადრე სასწავლო პროცესის დასრულებამდე.

2016-2017სასწავლო წელს წლიური გამოცდა ინიშნება შემდეგ კლასებში:

  • მე-7 კლასში, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური;
  • მე-8 კლასში მათემატიკა, ბიოლოგია;
  • მე-10 კლასში  ინგლისური, ქიმია;
  • მე-6  და მე-9 კლასიჩაერთვება ეროვნული გამოცდების ტესტირებაში.  ამ ტესტირებაზე მიღებული   ქულა არ პოვებს ასახვას საგნის წლიურ ქულაზე.