სკოლაში შექმნილია საოლიმპიადე ჯგუფები, სადაც მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან საოლიმპიადე მასალებზე დაყრდნობით, რაც მათ ხელს უწყობს მიაღწიონ წარმატებებს ოლიმპიადებზე, ასევე გაიღრმავონ ცოდნა იმ საგნებში, რომელიც მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. დამატებითი მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. მეცადინეობა უფასოა.