გახანგრძლივებული მოსამზადებელი ჯგუფები

 

სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული მოსამზადებელი ჯგუფები დაწყებითი კლასების აღსაზრდელებისთვის, სადაც პატარებს დახვდება ოჯახური გარემო, კეთილმოწყობილი, საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სასადილო, სამეცადინო და მოსასვენებელი ოთახები, მოწესრიგებული სველი წერტილები.

მაღალკვალიფიციური კადრები, გთავაზობენ გახანგრძლივებული დღის ფორმატს შემდეგი პროგრამით:

კვება ჯანსაღი რაციონით _ ცხელი და წვნიანი, ვიტამინებით მდიდარი საკვებით,

შემდეგ კი, გაკვეთილების მომზადების ეტაპი ქართულში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ბუნებაში;

იმისათვის, რომ გახანგრძლივებული დღე ბავშვებისათვის იყოს დაწყებითი განათლების მიღების ჰარმონიული და სასიამოვნო ნაწილი, მოსასვენებელ ოთახში აღმზრდელი პედაგოგის მეთვალყურეობით პატარებს საშუალება აქვთ განივითარონ სხვადასხვა უნარი: ხატვა, ძერწვა, მუსიკა და სხვ.

სუფთა ჰაერზე სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ განვითარებას.

მომსახურება სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ფასიანია.