"ჩვენი საქართველო"

მე- 5 მეორე კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა ანა ბიჩელაშვილმა ჩაუტარა ღია გაკვეთილი თემაზე " რას ამზადებენ მატყლისაგან საქართველოში".  მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და კლასში განახორციელეს პრაქტიკული სამუშაო.

 

    

კონფერენციები ბიოლოგიაში

მე - 8 კლასში ბიოლოგიაში ჩატარდა საკლასო კონფერენცია თემაზე: "ენდოკრინული სისტემის მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისათვის" მოსწავლეებმა კარგად  გაართვეს თავი აღნიშნულ თემას და წარმოადგინეს კედლის გაზეთები.

 

 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე: " რადიაცია და ჯანმრთელობა"

 

მე-5 კლასმა წარმოადგინა კონფერენცია თემაზე : " კონტინენტები და ოკეანეები" მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები შექმნეს კედლის გაზეთი და წარადგინეს კლასის წინაშე.

 

"თერგდალეულთა გზა"

 ისტორიის გაკვეთილზე "თერგდალეულთა გზა' IX კლასის მოსწავლეებმაც გაიარეს. იმსჯელეს თანამედროვე საქართველოს პრობლემებზე, გამოწვევებსა და საჭირბოროტო საკითხებზე.  აღადგინეს 1877 წლის ჟურნალი "ივერია" და შეეცადნენ წარმოედგინათ თუ რა საკითხებს გააშუქებდა "ივერია" 140 წლის  შემდეგ.