9 აპრილი

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა, მიუხედავად ამისა, ქართველებს არ გვაქვს ამ თარიღის მივიწყებისა და გაფერმკრთალების უფლება!
9 აპრილი ქართველი ერის განახლებული თავისუფლებისა და სულიერი გარდასახვის დღეა!
სკოლა “ლამპარის“ მოსწავლეებმა, ანუ “ბავშვებმა 9 აპრილის ქვეყნიდან“, პედაგოგ ია ჯღარკავასთან ერთად მინიპროექტი “მე მტკივა 9 აპრილი“ დაგეგმეს, სადაც ტრაგიკულად დაღუპული 21 ქართველი და იმ დღის მნიშვნელოვანი ფაქტები გაიხსენეს.
“9 აპრილი დიდგორის, ბასიანისა თუ შამქორის ღირსეული გაგრძელებაა… არცერთმა ქართველმა არ უნდა დაივიწყოს მისი მნიშვნელობა, რადგან ამ მოვლენამ, მართალია, სისხლი და ცხედრებიც მოიტანა, თუმცა ილია ჭავჭავაძის სტრიქონების გამოძახილისა არ იყოს “აჩრდილიდან“, მან “ქვეყნის მადლი – თავისუფლებაც“ მოიტანა!“ – აღნიშნეს მათ.
ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *