“ხე დარგე”

შპს”ქალაქ თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის”მე-10 კლასის დამრიგებლის ც. ენუქიძის ინიციატივით სკოლის დირექტორის ხელშეწყობით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გარემოს დაცვის მიმართულებით.კერძოდ სკოლა ლამპარის მოსწავლეებმა გლდანი- ნაძალადევის რაიონში ე. წ. ჯვრის ფერდობზე (შპს “ბოტანიკი , მწვანე ნერგები. დამფუძნებელი გ.ლორთქიფანიძე) დარგეს ხეები და დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია. დანიშნულების ადგილას რომ მისულიყვნენ მოსწავლეებმა საკმაოდ დიდი მანძილი ფეხით გაიარეს და ეს ლაშქრობაც სახალისო აქტივობა აღმოჩნდა მათთვის.ბ. ფრიდონ კობახიძემ, პიროვნებამ ვინც ზედამხედველობდა მოსწავლეთა საქმიანობას გამოხატა მადლიერება და გამოთქვა თანხმობა მომავალშიც ითანამშრომლოს ლამპარის კოლექტივთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *