მოსწავლეთა თვითმმართველობა

მოსწავლეთა თვითმმართველობა

 

მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს და

დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ.

 

            მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

            მოსწავლეთა თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) იცავს და წარმოადგენს მოსწავლეების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;

ბ) თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო, სასწავლო და სპორტულ/კულტურულ დაწესებულებებთან;

გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად ახორციელებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

            მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

ა) მოსწავლეთა პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის მმართველობითი ორგანოების ინფორმირება;

ბ) სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება;

გ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება,  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

დ) კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა;

ე) მოსწავლის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა;

ვ) მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში და ა.შ.

 

https://www.facebook.com/lamparistvitmmartveloba