ლადო აფხაზავა სტუმრად “ლამპარში”

20 აპრილს “ლამპარს“ “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი ლადო აფხაზავა და ინგლისურად მოსაუბრეთა საერთაშორისო კონკურსზე მსოფლიოს 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილის მფლობელი მაია ტყემალაძე ესტუმრნენ.
შეხვედრა ემოციით, ხალისითა და მოსწავლეებისთვის საინტერესო მოულოდნელობებით იყო სავსე. სტუმრებმა თავიანთი თავგადასავლების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, ბავშვებთან ერთად სახალისო აქტივობები ჩაატარეს, უამრავი სამახსოვო ფოტო თუ ვიდეო გადაიღეს და მათ იმ პირობით დაემშვიდობნენ, რომ “ლამპარელები“ სწავლის დასრულებამდე საჩხერის II და ჩიბათის საჯარო სკოლებს ესტუმრებიან.
ლადო და მაია არიან მასწავლებლები, ვისითაც მსოფლიო ამაყობს!
პროექტს პედაგოგი ია ჯღარკავა და “ლამპარის“ დირექცია ხელმძღვანელობდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *